ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, მისთვის პატივია ამ პოზიციაზე დანიშვნა.
"ჩემთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.