პენტაგონმა განაცხადა, რომ არ არის გაკვირვებული რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლებით, მაგრამ ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადებოდეს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილე საბრინა სინგჰმა განაცხადა.
„მათ მაინიშნეს, რომ აპირებენ განაახლონ {ბირთვული დოქტრინა} ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეს არის იგივე უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამიტომ გავაგრძელებთ დაკვირვებას.
მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად უკრაინაში და ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენს ბირთვულ პოზიზციაში,“ - აღნიშნა სინგჰმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა 19 ნოემბერს, მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცა. ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა „ბალისტიკური რაკეტების გაშვებაა“.