უკრაინული მედიის ცნობით, სუმში 17 ნოემბერს რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
დაღუპულებს შორის არიან 9 წლის და 14 წლის მოზარდები.
დაჭრილთა რაოდენობა სუმში 68-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია.
17 ნოემბრის ღამეს რუსული ბალისტიკური რაკეტა სუმში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა: 10 დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და 50-ზე მეტი დაშავდა.