რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 120-მდე რაკეტა და 90 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 210 საჰაერო სამიზნედან 140 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზუდენტმა ვოლოდმირ ზელენსკი განაცხადა.
„მასიურებული კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. ღამისა და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს შაჰედის ტიპის დრონები.
ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონი“, „ისკანდერები“, „კანჟალები“.
მტრის სამიზნე უკრაინის მასშტაბით იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
სამწუხაროდ, ზიანი მიადგა ობიექტებს დარტყმებისა და ნამსხვრევების შედეგად. მიკოლაივში დრონების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ამ დროისთვის რაიონები დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი შედეგების აღმოსაფხვრელად და აღსადგენად,“ - განაცხადა ზელესნკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდაცვას - საზენიტო-სარაკეტო ძალებს, ავიაციას, F-16-ების პილოტებს და „მიგებ“-ის პილოტებს, მობილურ სახანძრო ჯგუფებს.