მიკოლაივში რუსეთის ძალების მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი Telegram-ზე წერს.
მისი ცნობით, ერთ-ერთი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის მასირებული შეტევა განხორციელდა.