უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ენეროსისტემის წინააღმდეგ რუსეთის ძალების მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა.
„გადამცემი სისტემის ოპერატორმა სასწრაფოდ შემოიღო ელექტროენერგიის საგანგებო შეწყვეტის რეჟიმი. შეძლებისდაგვარად, მაშველები და ენერგეტიკის მუშაკები უკვე მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად“, - წერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან გალუშჩენკო.
მასირებული თავდასხმის გამო უკრენერგომ ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში ელექტროენერგიის გამორთვა დაიწყო.
ქალაქ კიევსა და ოლქში, დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში უკვე მოქმდებს საგანგებო გამორთვის რეჟიმი.