ქალაქ კესარიაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კერძო რეზუდენციასთან ორი სასიგნალო რაკეტა ჩავარდა.
AFP-ის ცნობით, ნეთანიაჰუ და მისი ოჯახის წევრები ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
ისრაელის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ინციდენტს "საშიში ესკალაცია" უწოდეს.
მანადე, 19 ოქტომბერს. კესარიაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლს დრონი შეეჯახა. პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახლში არც მაშინ იმყოფებოდნენ.
ნეთანიაჰუმ ინციდენტს მკვლელობის მცდელობა უწოდა და ირანი და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა.
მოგვიანებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თეირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა შიიტურმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“.