„მის სამყარო“ 2024-ის გამარჯვებული დანიის წარმომადგენელი გახდა, სამყარს ულამაზესი ქალის გვირგვინი დანიელმა ვიქტორია კიაერ თეილვიგმა დაიდგა. კონკურსი მექსიკაში გაიმართა.
მეორე ადგილზე გავიდნენ ნიგერიელი ჩიდიმა ადეტშინა, მექსიკელი მარია ფერნანდა ბელტრანი, ასევე სუჩატა უანგსერი ტაილანდიდან და ვენესუელელეი ილეანა მარკესი.
ორგანიზატორების თქმით, კონკურსში 120-ზე მეტი ქვეყნია წარმომადგენელი მონაწილეობდა.
წელს პირველად იყო წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყანა - ბელარუსი, ერითრეა, გვინეა, მაკაო, მალდივები, მოლდოვა და უზბეკეთი.