ჩინეთის ქალაქ ისინგში მდებარე პროფესიულ სასწავლებელში დანით თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 21 წლის კოლეჯის კურსდამთავრებული სიუნ მუჯინია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ბრალდებული გამოცდებში ჩაიჭრა, სასწავლებელს ვერ ასრულებდა და სტაჟიორის პოზიციაზე მიღებული ხელფასით უკმაყოფილო იყო, თავდასხმა კი ამ მიზეზებით გაღიზიანების გამო მოაწყო.
მანამდე, 11 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ ჩუხაიში სპორტულ კომპლექსთან ავტომობილის შევარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, 62 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.