სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მიულოცა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ბოლო წლების განვითარებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ“, - წერია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.