უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო სატელეფონო ზარის შესახებ.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ შოლცმა ჰკითხა ზელენსკის, მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა პუტინთან ზარი.
„ზელენსკი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა დაშოლცმა თავი შეიკავა“, - თქვა მან.
თუმცა, როგორც კულებამ აღნიშნა, აშშ-ის არჩევნების შემდეგ, შოლცმა, მიუხედავად ზელენსკის წინა წინააღმდეგობისა პუტინთან მოლაპარაკების მიზანშეწონილობასთან დაკავსირებით გადაწყვიტა პუტინისთვის დაერეკა.
”ზელენსკიმ საჯაროდ, მაგრამ რბილად გააკრიტიკა იგი ამის გამო,” - თქვა კულებამ.
კულებას თქმით, გერმანიის კანცლერის ასეთ გადაწყვეტილებას მოყვა ის, რომ პუტინი „გამოვიდა ევროპული იზოლაციიდან და გერმანიამ მას გზა გაუხსნა უნგრეთის შემდეგ“.
”პუტინმა აჩვენა მსოფლიოს, რომ მისი სტრატეგია მუშაობს - დასავლეთი საბოლოოდ დახრის თავს ომის შეწყვეტის მოწოდების საფარველით, რის გაკეთებასაც ის არ აპირებს,” - თქვა კულებამ.
კულებამ ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ ასეთი ნაბიჯით შოლცმა უკრაინელებში გერმანიის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.
ყოფილი მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერის ასეთი გადაწყვეტილება არ გაამყარებს მის იმიჯს გერმანელ ამომრჩევლებში.
ამავდროულად, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ შესაძლოა არ იცოდეს „ამ ზარის სასარგებლოდ ყველა არგუმენტი“, მაგრამ „ცდილობს გაიგოს, რამდენად გამართლებული იყო ეს“.