სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა უერთდება სხვა სტუდენტური მოძრაობების პროტესტს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
"ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!
ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას!
მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები!" - ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტური მოძრაობები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.