ოქტომბერში ირანმა, სავარაუდოდ, წერილობითი გარანტიები მისცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ არ შეეცდებოდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობას, რომელიც ცნობილია თეირანის მიმართ მკაცრი შეხედულებებით. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
გამოცემის ცნობით, 14 ოქტომბრით დათარიღებული წერილი არის ირანის პასუხი აშშ-ის მიერ თეირანისთვის წინასწარ გაგზავნილ წერილობით გაფრთხილებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო დაზვერვის მიერ მიღებულ ინფორმაციასთან ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.
ირანის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელშიც წერილის კონკრეტულ ავტორი დასახელებული არ არის, საუბარი იყო 2020 წელს ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის სიკვდილზე, რაშიც ირანი პირდაპირ ადანაშაულებს ტრამპს.