გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარასკევს, 15 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. იუწყება გამოცემა Süddeutsche Zeitung.
გამოცემის ცნობით, საუბარი, ხანგრძლივი მომზადების შემდეგ პარასკევს შუადღეს შედგა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელის შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბრისას დაგმო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, რაც გზას გაუხსნის „სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.
„კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
ამასთან, მისი თქმით, პუტინთან საუბრამდე შოლცი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ საუბრის შემდეგ უკრაინის ლიდერს შეატყობინებს შედეგებს.
გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ბოლოს 2022 წლის დეკემბერს შედგა.