ესპანეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სარაგოსასთან მდებარე ქალაქ ვილიაფრანკა დელ ებროში მოხდა. იუწყება Reuters. ხანძრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაჩნდა.
ხანდაზმულთა სახლში 82 ბენეფიციარი ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.