ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციაა ვრცელებს.
„14 ნოემბერს მტერმა რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევა განახორციელა ქალაქის ცენტრზე.
დაზიანებულია ტაძარი, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, ავტოფარეხები, მთავარი გათბობის მილსადენი და მანქანები.
შენობებში ჩამტვრეულია ფანჯრები, ზოგიერთი სახლის აივანსა და სახურავებს ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. დაშაცევულტა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში.