რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებს თავს დაესხა 50-ზე მეტი უკრაინული დრონი, მათივე განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 36 დრონი კრასნოდარის ტერიტორიის ჩამოაგდო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს და გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეზე იერიში 36-მა დრონმა მიიტანა.
გარდა ამისა, სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის ტერიტორიაზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 10 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვაზე.