აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ. იუწყება CNN
"ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს [ომი] უნდა დასრულდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ", - განაცხადა ტრამპმა
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფლორიდაში გამართული ღონისძიების დროს ტრამპმა მწუხარება გამოთქვა ომის შედეგად დაღუპულების გამო, „დამოუკიდებლად იმისა, არიან ისინი ჯარისკაცები“ თუ „ქალაქებში მყოფი ადამიანები“.
"ჩვენ ვიმუშავებთ მასზე [ომის დასრუ;ებაზე]", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ აპირებს მსოფლიოში ომების დასრულებას.
„მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ვაპირებ ომების დასრულებას”, - თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში "ომები არ ყოფილა".
"ოთხი წლის განმავლობაში არ გვქონია ომი. გარდა იმისა, რომ დავამარცხეთ 'ისლამური სახელმწიფო. ჩვენ დავამარცხეთ «ისლამური სახელმწიფო“ რეკორდულ დროში, მაგრამ არ გვქონია ომი", - განაცხადა ტრამპმა.