აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა. იუწყება CNN
„ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“, – წერს ტრამპი.
პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. საარჩევნო კამპანიის დროს მისი პროგრამა ძირითადად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ შეხედულებებს ეფუძნებოდა.