16 ნოემბერს, პერუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ლიდერები პერუში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.
ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებზე.
სავარაუდოდ, ეს იქნება ბაიდენის ბოლო შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან პრეზიდენტის რანგში.