აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს. სამხრეთ დაკოტელი სენატორი რესპუბლიკურ პარტიას იანვრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ პოზიციაზე მიტჩ მაკკონელს ჩაანაცვლებს, რომელიც სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის პოსტს ბოლო 18 წლის განმავლობაში
ტუნმა კენჭისყრაში მოუგო ტეხასის სენატორ ჯონ კორნინსა და ფლორიდის სენატორ რიკ სკოტს, რომელიც ტრამპის ახლო მოკავშირეა. სკოტს მხარს უჭერდნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორებიცაა ილონ მასკი და კონსერვატორი ტელეწამყვანი შონ ჰენითი.
5 ნოემბრის არჩევნებით, აშშ-ის სენატში 53 მანდატით უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.