ავღანეთში, პაქტიას პროვინციაში, ქალაქ გარდესის სტადიონზე მკვლელობაში ნასამართლევი კაცი საჯარო სიკვდილით დასჯეს.
როგორც „რადიო თავისუფლების“ ავღანური ბიურო France Presse-ის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, ათასობით ადგილობრივი მცხოვრები სიკვდილით დასჯის საყურებლად შეიკრიბა.
მსჯავრდებული მკერდის არეში სამი გასროლით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი იმ ადამიანი ოჯახის წევრი იყო, რომლის მკვლელობის გამოც კაცს სასიკვდილო განაჩენი მიესაჯა.
უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც აკონტროლებს „თალიბანი", განაცხადა, რომ მსჯავრდებული დაისაჯა ისე, როგორც ამას შარიათის კანონი მოითხოვდა.
განაჩენი „თალიბანის“ ლიდერმა მულა ხაბათულა ახუნძადამ დაამტკიცა. სიკვდილით დასჯას ესწრებოდა თალიბების მიერ დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სირაჯუდინ ჰაკანი.