აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 ნოემბერს თეთრ სახლში მიიღო არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
შეხვედრის საჯარო ნაწილში, ბაიდენმა მიულოცა ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნება და პირობა დადო, რომ ხელი შეუწყობს ძალაუფლების მოწესრიგებულ გადაბარებას.
ტრამპიც ასევე ლაკონური იყო და აღნიშნა, რომ „პოლიტიკა რთული საქმეა“ და დასძინა, რომ უფლებამოსილების გადაცემა ერთი ადმინისტრაციიდან მეორისთვის იქნება მაქსიმალურად შეუფერხებელი“.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 6 ნოემბერს, ბაიდენმა დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა.
იმავე დღეს, ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია გარდამავალი პერიოდის განსახილველად.