უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. შეტევის დროს რუსეთის ძალებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე უპილოტო აპარატები გამოიყენეს. თავდასხმა დილის შვიდის ნახევარზე დაიწყო დაორი საათს გაგრძელდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის კომბინირებული თავდასხმა კიევის რეგიონზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველად მოხდა.
ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე ფრთოსანი, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ათამდე უპილოტო აპარატი.
თავდასხმის შედეგად ერთ ადამიანი დაშავდა, განადგურდაერთი შენობა.
თავდასხმაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები მონაწილეობდნენ.