გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ალიანსი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ასევე ქრისტიან-სოციალური კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 23 თებერვალს ჩატარებაზე შეთანხმდნენ. იუწყება Spiegel-ი
კანცლერი ოლაფ შოლცი დეკემბერში ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრას გამართავს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, დაიშალა.