ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავს, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, ნავიგაციასა და ბორტს შორის პრობლემა შეექმნა, რის გამოც უკან დაბრუნებამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავდა.
საბოლოოდ საჰაერო ბორტი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.