მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მიჰაუ კამინსკის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
“ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შეფასება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის, მათ შორის როგორს ანგარიშსწორების ფორმის პოლიტიკური შურისძიების გამოხატულება და ზოგადად ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში გამორჩეული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ცნობილი ფაქტი, რადგან პუტინის იმპერიას ვინც უპირისპირდებოდა რეგიონის მასშტაბით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. როდესაც რუსული სქემით ქვეყნის მართვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენს პოლონელ მეგობრებს, რომლებიც არიან ანტიპუტინისტური მოძრაობის, ეს ძალიან კარგად ესმით, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში.”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.
„საქართველო, გვიყვარხარ. თბილისო, მე აქ ვიდექი თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა. საქართველო გადარჩა, საქართველო გადაურჩა რუსეთის აგრესიას.
ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში. ნება მომეცით, ბოლოში მოგახსენოთ: მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.