მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სავარაუდოდ, აგურის დაცემის შედეგად, ორი წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაცია რადიო "მარნეულმა" გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.