ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მდებარე ტუსენ ლუვერტურის საერთაშორისო აეროპორტმა შეაჩერა დაგეგმილი ფრენები მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია Spirit Airlines-ის თვითფრინავის დაშვებისას სროლა მოხდა. იუწყება BBC
თვითმფრინავი, რომელიც ფლორიდაში მდებარე ფორტ-ლოდერდეილიდან რეისს ასრულებდა, გადამისამართდა მეზობელი დომინიკის რესპუბლიკის სანტიაგოს აეროპორტში, სადაც უსაფრთხოდ დაეშვა.
თავალიერებისას გამოვლინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდამ გაროლის შედეგად რამდენიმე ნატვიარი ჩანს კართან, სადაც ეკიპაჟის წევები აფრენისა და დაფრენისას სხდებიან.
შემთხვევის შედეგად ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა მსუბუქად დაზიანებები მიიღო. მგზავრები არ დაშავებულან.
ეს არის მეორე თავდასხმა თვითმფრინავზე, რომელიც დაფრინავს ჰაიტის საჰაერო სივრცეში ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ოქტომბერში ცეცხლი გაუხსნეს გაერო-ს ვერტმფრენს.
Spirit Airlines-მა განაცხადა, რომ ჰაიტიში ფრენები შეაჩერა.