რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ნავთობის საწყობს თავს დაესხა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონით თავს დაესხნენ სტარიოსკოლის რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავს“, - წერს გლადკოვი Telegram-ზე.
გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა ცეცხლის ჩასაქრობად.
მანამდე ISW-ში განაცხადეს, რომ უკრაინის თავდასხმები რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებზე, გარდა საბრძოლო მასალის მარაგებისა და თავად ობიექტების განადგურებისა, გამოიწვევს უფრო ფართო ოპერაციულ ზეწოლას რუს სამხედროებზე.