რუსეთის მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება.
„ყოველდღე, ყოველ ღამე, რუსეთი ახორციელებს იმავე ტერორს. იმისა, უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება მათი სამიზნე.
რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ცდილობს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის ნებისმიერ განცხადებას დიპლომატიის შესახებ.
უკრაინას სჭირდება იარაღი რუსული ტერორისგან დასაცავად და უფრო ძლიერი სამშვიდობო მხარდაჭერა, რათა დიპლომატია რეალური და ძლიერი გახდეს.
პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არ ექნება მოტივი მშვიდობის ძიების და მხოლოდ ახალ სამიზნეებს მოძებნის“.
ორშაბათს, 11 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დანგრეულია საცხოვრებელი ბინები ერთ-ერთი სადარბაზოს პირველიდან მეხუთე სართულამდე. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.