უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ ქალაქ მიკოლაივზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
„უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაინგრა კერძო ერთსართულიანი სახლი და გაჩნდა ხანძარი. ასევე დანგრეულია ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინა; ცეცხლი გაჩნდა მესამე და მეოთხე სართულებზე.
ცნობილია, რომ დაღუპულია ხუთი ადამიანი; მათი ცხედრები მასველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.