გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ლიდერების საუბარი ევროპაში მშვიდობის აღდგენის შეეხებოდა.
„დღეს [კვირას] საღამოს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ მიულოცა მას არჩევნებში გამარჯვება.
ორივემ განიხილა გერმანია-ამერიკის ურთიერთობები და მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევები.
კანცლერმა ხაზი გაუსვა ფედერალური მთავრობის ვალდებულებას გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა ორივე ქვეყნის მთავრობებს შორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად ითანამშრომლონ ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“, - განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ გებეშტრაიტმა.