პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ოპერაცია ჩაუტარდა და ამიტომ რამდენიმე დღე თავის მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ კვირას, 10 ნოემბერს, პოლონეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუსკმა „გაიარა გეგმიური სამედიცინო პროცედურა“, რომლის დეატლები არ გახმაურებულა.
"ის დაუბრუნდება თავის ოფიციალურ მოვალეობების შესრულებას ოთხშაბათს [13 ნოემბერს]", - აღნიშნულია პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.