აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრ სახლში შეხვდებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მივა.
ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გა ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეერთებულ შტატებში ასეთი შეხვედრები მიმავალ პრეზიდენტსა და არჩეულ პრეზიდენტს შორის ტრადიციულად იმართება, რაც სიმბოლოა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ, რომელიც ამერიკული დემოკრატიის ძირითად ელემენტს წარმოადგენს.
თუმცა, ტრამპს მსგავსი შეხვედრა ბაიდენთან 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ გაუმართავს.