სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, კვეტეში სარკინიგზო სადგურზე აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამიზნე სამხედრო სასწავლებლის კურსანტები იუვნენ.
გარდა ამისა, საავადმყოფოში გადაიყვანეს 44 დაჭრილი, რომელთაგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციის განცახდებით, აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დაწყებულია გამოძიება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო სეპარატისტული გასამხედროებული დაჯგუფება ე.წ. ბელუჯის გათავისუფლების არმიამ.