სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში ალეპოსა და იდლიბის პროვინციები დაბომბა.
მედიის ცნობით, რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.
როგორც იუწყებიან, ალეპოსა და იდლიბის გარეუბნებზე ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიიდან მიიტანა. ვრცელდება ინფორმაცია მატერიალური ზარალის შესახებ.