ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-მა ევროკავშირს მეტი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს, რუსეთისგან ენერგომიწოდების ჩანაცვლების მიზნით. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა აშშ-სა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული ურთიერთქმედების მნიშვნელობა.
"საერთო ინტერესები, მაგალითად - ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, მე არ ვიტყოდი, რომ [ჩვენ ეს] განვიხილეთ - ეს არის ... თხევადი ბუნებრივი აირის თემა".
„ევროპა კვლავ იღებს დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ აირს რუსეთის გავლით. რატომ არ უნდა ჩავანაცვლოთ ის ამერიკული თხევადი ბუნებრივ აირით, რომელიც ჩვენთვის უფრო იაფია და ამცირებს ჩვენს ენერგეტიკულ ფასებს?- თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დეფიციტის ბალანსთან დაკავშირებითაც.