უკრაინის საჰერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 51 დრონიდან 32 ჩამოაგდო. 18 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკაციურად დაიკარგა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.
უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთმა პრიმორსკო-ახტარსკის და ორიოლის რაიონებიდან გაუშვა.
უკრაინელი სამხედროების განმარტებით, თავდასხმის ეპიცენტრი ოდესის ოლქი იყო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ოდესის, მიკოლაივის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ვინიიას, ჩერკასისა და ტერნოპოლის რეგიონებში.