რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ტერიტორიაზე 50 დრონი ჩამოაგდეს.
მათი ცნობებით, 28 თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 12 კურსკის ოლქში, ოთხი ნოვგოროდის ოლქში, ორი სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი ტულის ოლქში და თითო თითო ორიოლისა და ტვერის ოლქების ტერიტორიებზე.
ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა ტულის ოლქის ქალაქ ალექსინზე. ადგილობრივებმა იქ სულ მცირე 11 დრონი დათვალეს