სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მმართველი ორგანო დაიწყებს გამოძიებას მთავარ პროკურორ კარიმ ხანის მიმართ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
შიდა დოკუმენტის თანახმად, კარიმ ხანმა დროებით უნდა შეწყვიტოს თავისი მოვალეობები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს.
დაუთარიღებელი და ხელმოუწერელი დოკუმენტი, რომელიც ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ ქვეყნებს გაეგზავნათ.
Reuters-ის ცნობით, ხანის ოფისმა ჟურნალისტები მის ადვოკატთან გადაამისამართა, თუმცა სატელეფონო ზარები და შეკითხვები, რომელიც ხანის ადვოკატებს გაუგზავნეს, უპასუხოდ დარჩა.
ხანი უარყოფს ბრალდებებს გადაცდომის შესახებ, რომლიც სასამართლოს ორგანოს ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გასულ თვეში გახდა. ხანმა სასამართლოს შიდა საზედამხედველო ორგანოს ბრალდებების გამოძიება სთხოვა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად განიხილავს ხანის მოთხოვნას, რომელიც მაისში იქნა შეტანილი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მისი თავდაცვის მინისტრისა და ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
ხანის თქმით, გადაცდომის შესახებ ბრალდებები დაემთხვა დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მის უწყებას ეხებოდა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტი ასევე აჩვენებს, რომ ხანზე ხდება ზეწოლა, რომ დროებით გადადგეს და მისი მოვალეობები ხანის ერთ-ერთმა მოადგილემ შეასრულოს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.