ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა.
ამის შესახებ გამოცემა Axios წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სატელეფონო საუბარი მხარეებს შორის 6 ნოემბერს შედგა.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას დაეხმარება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გამოცემის ცნობით, ტრამპის და ზელენსკის საუბარს, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, დაპირდა უკრაინას, რომ დაეხმარება Starlink-ის სატელიტებით.
Axios-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა იგრძნო რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და მას ტრამპის გამარჯვების გამო შფოთვის განცდა არ დარჩენია.
გამოცემის წყარო ასევე ამბობს, რომ სექტემბერში ნიუ იორკში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კარგი კომუნიკაცია დაამყარეს
„იმას, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა მოისმინეს ტრამპისა და მისი გუნდისგან პირად საუბრებში, არ გამოუწვევია შფოთვა და არ უგვრძვნიათ, რომ უკრაინა იქნება ის, ვინც გადაიხდის ამის [ომის] ფასს“, - უთხრა წყარომ Axios-ს .