ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას "ძალიან რცხვენია" ნიდერლანდების დედაქალაქში ანტისემიტიზმის ზრდის გამო ფეხბურთის მატჩის შემდეგ, როდესაც პროპალესტინური ჯგუფები თავს დაესხნენ ისრაელელ გულშემატკივრებს.
„ამსტერდამი მშვიდობიანი და ტოლერანტული ქალაქია. და ჩვენ ძალიან გვრცხვენია გუშინდელი ღამის გამო, რადგან არ იყო მშვიდობა და შემწყნარებლობა“, - განუცხადა ჰალსემამ გამოცემა The Jewish Cronicle-ს.
მერმა დაშავებულ ისრაელელებსა და მათ ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა. მისი აზრით, დაზარალდა არა მხოლოდ გულშემატკივარი, არამედ ამსტერდამის ისტორიაც.
„ჩვენი ებრაული თემი და ებრაული კულტურა, რომელიც ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია, საფრთხეშია“, - დასძინა პოლიტიკოსმა.
ჰალსემამ მტკიცედ დაგმო ამსტერდამში მომხდარი ძალადობა და აღნიშნა, რომ ამ ძალადობას, არაფერი აქვს საერთო საპროტესტო აქციებთან და ის დანაშაულია.
შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. დაშავებულია ათამდე პირი, დაკავებულია 57 ადამიანი.