უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირებაზე, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს.
ზელენსკიმ ამის შესახებ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, ომის სწრაფი დასრულება დანაკარგებს ნიშნავს... თუ ეს უბრალოდ სწრაფად მოხდება, მაშინ ეს იქნება დანაკარგები უკრაინისთვის.
უბრალოდ ჯერ არ მესმის სხვაგვარად როგორ არის. შეიძლება რაღაც არ ვიცით, რაღაცას ვერ ვხედავთ. ხდება ასე. ცოტა დრო გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ მას ჯერ არ უსაუბრია ტრამპთან ამის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით მოისმენს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის წინადადებებს.
"ჩემთვის ერთი რამ ცხადია, რომ მას ნამდვილად სურს დასრულება", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, უკრაინის ომს სულ რაღაც 24 საათში დაასრულებს.
კრემლში კი ამ დაპირებას გადაჭარბებული უწოდეს.