ირაკლი კობახიძე არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და ორბანი იძულებული გახდა სხვაგან გადაესვა, - ამის შესახებ კოალიცია „ცლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„კობახიძე საქართველოს სახელით წავიდა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე. ორბანმა, როგორც მასპინძელმა, დაპატიჟა, თორემ იქ ვერ მოხვდებოდა - ყველა წინააღმდეგი იყო მისი იქ ჩასვლის.
მოგეხსენებათ, ანბანის თანახმად ხდება მრგვალი მაგიდის ირგვლივ მონაწილეთა დასმა. ამ პრინციპით, საქართველო ხვდება გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის (Germany, Georgia, France).
აბა რა მოხდა? არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და იძულებული გახდა ორბანი სხვაგან გადაესვა. არ სხვები არ გაეკარებ და საბოლოოდ დათანხმდა მხოლოდ ევროკავშირის ყველაზე სამარცხვინო (ორბანთან ერთად) ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო. აი ის, "გლობალური ომის პარტია კლავდა და მეც ეგრე მიპირებენო" ისტერიულად რომ ბოდავდა კობახიძე.
ქოცებო, დროზე გააუქმეთ არჩევნების შედეგები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გადაწყვეტილება მიიღეთ, თორემ ბევრად შორს და მძიმე ადგილზე გადაგსვამენ/დაგსვამენ ევროპელებიც და ჩვენც, ქართველებიც“, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრმიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.