დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილ ე.წ.პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა.
მარიონეტი რეჟიმის ყოფილ ლიდერს უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობა ედება ბრალად.
"ანატოლი ილიას ძე ბიბილოვი მონაწილეობს, ან წარსულში იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". – წერია დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ერთი რუსული ორგანიზაცია.
ანატოლი ბიბილოვი 2017-2022 წლებში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი იყო.