საჭიროა უკრაინისთვის იმ საშუალებების მიწოდება, რომელიც მათ სჭირდებათ, ან კონფლიქტში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის გარისკვა - ნათქვამია აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სენატორი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის ცნობებს ეხმაურება.
“ეს თავისუფალი სამყაროსთვის გამოსაღვიძებელი ზარი უნდა იყოს. ჩვენი მტრები ერთად მუშაობენ, რათა გააფართოონ და გააღრმაონ მათი თანამშრომლობა. მოდი, ვიყოთ მკაფიოები: აგრესორთა ღერძი ბრძოლის ველზე მოქმედებს.
ჩრდილოეთ კორეის აგრესია ძირს უთხრის უსაფრთხოებას ევროპაში, ინდოეთსა და წყნარი ოკეანეების რეგიონში. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვუპასუხოთ ამ პრობლემას. გვესაჭიროება ჩვენი თავდაცვის სამრეწველო ფუნდამენტის გამოცოცხლება და უკრაინისთვის - ისევე როგორც ტაივანისა და ისრაელისთვის - იმ საშუალებების მიწოდება, რომელიც მათ სჭირდებათ, ან კონფლიქტში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის გარისკვა.
ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციამ ასევე აუცილებლად უნდა დაიწყოს საფასურის დაკისრების ზრდა რუსეთსა და ჩინეთზე, აგრესორთა ღერძის ორ სვეტზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის აგრესიას გზას აძლევენ. დასაკარგი დრო არ გვაქვს. მსოფლიო გვიყურებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.