ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრად აირჩიეს.
დამტკიცებამდე კუბილიუსმა ევროპარლამენტის პროფილურ კომიტეტებს თავდაცვასთან დაკავშირებით ხედვა წარუდგინა. კუბილიუსმა ძირითადი აქცენტი რუსეთზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გააკეთა.
კუბილიუსმა ხაზი გაუსვა ძლიერი და კონკურენტული ინდუსტრიული ბაზის არსებობის აუცილებლობას.
"ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი, არა ტრამპის, არამედ პუტინის გამო" – თქვა კუბილიუსმა.
67 წლის კუბილიუსი ლიეტუველი პოლიტიკოსია, რომელიც ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.