ევროპის ქვეყნების პარლამენტები საქართველოს ხელისუფლებისგან ზუსტად იმას მოითხოვენ, რასაც 29 ოქტომბრიდან „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვს - ამომრჩეველთა ბაზების გასაჯაროებას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის ქვეყნების პარლამენტები საქართველოს ხელისუფლებისგან ზუსტად იმას მოითხოვენ, რასაც 29 ოქტომბრიდან „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვს - ამომრჩეველთა ბაზების გასაჯაროებას, რათა ამომრჩევლებმა თავი გადაიმოწმონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოთხოვნილი ინფორმაცია საერთაშორისო, ობიექტური გამოძიებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რატომ მალავს ცესკო ინფორმაციას და რატომ აიყვანა ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები მძევლად პროკურატურამ.
პარლამენტარების წერილი გუშინ საღამოს გამოქვეყნდა“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.
აღნიშნულ წერილში ნათაქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ გახადოს საჯარო და გამჭვირვალე ხმის მიცემის ოქმები, რათა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის მიცემის დროის, ადგილის და ფაქტობრივი მისამართის გადამოწმება“.
გარდა ამისა, წერილზე ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ.