გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ამოწუროს კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების მთელი დარჩენილი სახსრები უკრაინის დასახმარებლად ამ ვადის ბოლომდე (ვადა იწურება 20 იანვარს).
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარი ჯერ ბოლომდე არ არის ამოწურული.
Politico წერს, რომ პრეზიდენტის ბრძანების ხელმოწერა საკმარისი არ არის: დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ჩვეულებრივ, თვეები სჭირდება მის უკრაინაში მიწოდებას.
სამხედრო საწყობებიდან პენტაგონს შეუძლია გადასცეს მხოლოდ ის, რაც ფიზიკურად არის ხელმისაწვდომი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში შედის შეკვეთები ამ მარაგების შესავსებად, მაგრამ სანამ ეს შეკვეთები არ შეივსება, ახალი მიწოდება შეიძლება შეფეეხდეს.
ახალ პრეზიდენტს უფლება აქვს შეწყვიტოს მიწოდება, თუ ეს უკვე არ განხორციელებულა, დონალდ ტრამპმა, რომელიც თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნდება, არაერთხელ გამოთქვა სკეპტიციზმი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიმართ.
თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჩარლი დიცმა განუცხადა Politico-ს, რომ პენტაგონი მზად არის გააგრძელოს ყველა დამტკიცებული დახმარების მოწოდება უკრაინისთვის და მოელის, რომ უახლოეს კვირებში გამოცხადდება დახმარების ახალი პაკეტები.